ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
15-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, ზემო წინსვლის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგის - ემზარ შერვაშიძის ინიციატივით, დაწყებით კლასებს შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები” ჩატარდა.

მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად სახალისო აღმოჩნდა, ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. საპრიოზო ადგილებზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. 

„სახალისო, საინტერესო, მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენი პატარებისთვის, მადლობა ამისთვის პედაგოგსა და დამრიგებლებს.

პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელნი დავაჯილდოვეთ სიგელით და სამომავლოდ უფრო დიდი წარმატების მიღწევა გვისურვებია მათთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203