„ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ - გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში პროექტის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, ბოლო საკონკურსო დღე გაიმართა.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა, ხელმძღვანელი მასწავლებლების ფასილიტაციით, სხვადასხვა მიმართულებით შესრულებული საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საკონკურსო კომისიამ შეარჩია გამარჯვებული პრეზენტაციის და თხზულების ავტორი.
აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილეს პროექტში აქტიურად მონაწილეობისათვის, მადლობის სიგელი გადაეცა.
იხილეთ ვიდეო: