ბოხვაურის საჯარო სკოლაში ბადმინტონში შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა
15-05-2023

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში, საქართველოს სასკოლო ლიგა 2023, ფარგლებში,  სკოლის ფიზიკური აღზრდის უფროსმა მასწავლებელმა, მამუკა ხინთიბიძემ, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებს შორის შიდასასკოლო შეჯიბრი ბადმინტონში ჩაატარა.

სასკოლო ლიგა 2023, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

აღნიშნულ შეჯიბრში მოსწავლეები მონდომებითა და აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203