ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობდნენ
15-05-2023

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები:  შორენა იოსელიანი და თაზო ჟღერია პროექტში -  „ჩემი კუთხის უცნობი ისტორია“, მონაწილეობდნენ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მე-19 საუკუნეში ბახველი მხედრების ამერიკაში მოღვაწეობის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.

მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაცია და მიღებული ცოდნა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს და მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში და პროექტებში ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203