გელათის საჯარო სკოლაში მასშტაბური ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში გაიმართა
15-05-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტები და ინტელექტუალური შეჯიბრებები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, იაგო ჭურაძის სახელობის ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში: „რა? სად? როდის?“ გაიმართა. 

ტურნირში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის, კურსების, ორპირის, ცუცხვათის საჯარო სკოლების მოსწავლეთა 12 გუნდი მონაწილეობდა.

„სკოლაში მიწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრები: ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები: ქალბატონები: ირინე კორძაია, ნანა შარვაძე, იაგოს ბიძა - ბატონი იუზა ვაშაყმაძე, სკოლების დირექტორები: ქალბატონები - თამარი ზარნაძე და ირინე ბერეკაშვილი, ბატონი დავით კუპრაშვილი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

თამაშს უძღვებოდნენ: ზაალ ხონელიძე, შალვა ბუაძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტურნირში პირველობა არავის დაუთმეს გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (გელათი #2), მეორე და მესამე ადგილებზე კი ორპირის საჯარო სკოლის ორი გუნდი გავიდა.

ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელებით, სკოლები - სიმბოლური საჩუქრებით, ხოლო გამარჯვებულები - გარდამავალი პრიზით. 

„სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს, ყველა მონაწილეს, სტუმარს, გულშემატკივარს. იაგო ჭურაძის სულის უკვდავსაყოფად  ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში ყოველ წელს გაიმართება“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლის დირექტორი - გიორგი ავალიანი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203