წყრუთის საჯარო სკოლის მოსწავლე - სედრაკ კარაპეტიანმა, ტოკიოში გამართულ კუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა
15-05-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. ისინი სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და კონკურსში მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა, მეთერთმეტეკლასელი სედრაკ კარაპეტიანი, რომელმაც ტოკიოში გამართული კუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე (U19, კატეგორია 260) წარმატებით იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მან, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გადამწყვეტ ბრძოლაში ინდოეთის წარმომადგენელ კიგან მანეზის ხელის მტკივნეული ილეთით მოუგო.

„სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს სედრაკს, ასევე მთელ საქართველოს ასეთ წარმატებას - სედრაკ ვამაყობთ შენით! არ დაგავიწყდეს შრომა სულ ფასდება ამ ქვეყნად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203