„არ დააბულინგო, იყავი მეგობარი!“ - ბეშთაშენის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
15-05-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, შემეცნებითი მინი ღონისძიება მიეძღვნა. 

ბავშვებმა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული ნახატები გააფერადეს, ბულინგის მნიშვნელობა ერთმანეთს შეახსენეს და ამ გლობალურ პრობლემასთან დაკავშირებით, აზრი გამოთქვეს. 

„არ დააბულინგო, იყავი მეგობარი“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა ასევე ბულინგის თემაზე საინტერესო პოსტერი მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203