ხონის N1 საჯარო სკოლის ფრენბურთელმა მოსწავლეებმა სასკოლო ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს 
15-05-2023

მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეები სასკოლო ოლიმპიადაში ჩაერთნენ, რომელიც ფრენბურთში, გოგონათა და ვაჟთა შორის გაიმართა, სადაც პირველი ადგილები დაიკავეს. 

ტურნირი ხონის სასპორტო სკოლის ორგანიზებით მოეწყო, გამარჯვებულებს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, მიულოცა და წარმატება უსურვა. 

სასპორტო სკოლის დირექტორმა - ალეკო ვეკუამ მხარდაჭერისა და ქომაგობისთვის სამახსოვრო მაისურები მერს - ლადო ჯურხაძეს და ხონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე იოანე ხობუას გადასცა.

აღსანიშნავია, რომ იოანე სასპორტო სკოლის მოსწავლეთა რიგებში ჩაირიცხა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203