მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა კონკურსის გზით შერჩეული ლიტერატურული ნამუშევრები მოთხრობათა კრებულში დაიბეჭდა
15-05-2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხვადსხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ და შესაძლებლობებს საუკეთესოდ წარმოაჩენენ. 

ამჯერად, მოზარდები საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „სიყვარულით დანახული სამყარო“, მონაწილეობდნენ. 

კონკურსში ჩაერთნენ მე-7 კლასის მოსწავლეები : ლელი ავალიანი, ქრისტინე რატიანი და ნიკოლოზ ონიანი, ხოლო მე-9 კლასიდან - მარიამ რატიანი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსის მიზანი იყო ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებების გამოვლენა: მოთხრობა, ნოველა, ესე და პრიზებიც გაიცემოდა შესაბამის ნომინაციებში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს: ქრისტინე რატიანმა, ნოველა - „თუ ძაღლი და კატა ერთად არიან, რატომ არ შეიძლება ყველას გიყვარდეს?!“, ლელი ავალიანმა, მოთხრობა - „ტობი“, მარიამ რატიანმა,  ნოველა - „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმედ განა?!“. 

თემებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს, გაიმარჯვეს კონკურსში და საუკეთესო მოთხრობების კრებულში - „სიყვარულით დანახული სამყარო“, მოხვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტში აქტიურად იყო ჩართული მელეს საჯარო სკოლის ქართული ენასა და ლიტერატურის უფროსი პედაგოგი მზიურა ნიჟარაძე.

დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა რუსთავში, სადაც მოსწავლეებს სიგელები და წიგნები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203