„კითხვის საათი“ - თბილისის N31 სკოლის პედაგოგმა, საბავშვო მწერალმა - ნათია აბულაძემ საავტორო პროექტის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გამართა
15-05-2023

თბილისის N31 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი, სკოლაში საინტერესო პროექტებსა და შეხვედრებს აწყობენ.

ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელია - ნათია აბულაძე, რომელიც ასევე საბავშვო მწერალი გახლავთ.

პედაგოგი მოსწავლეებს საინტერესო პროექტებს ხშირად სთავაზობს.

ამჯერად, მან საავტორო პროექტი - „კითხვის საათი“ განახორციელა. პროექტს წმინდა ბარბარეს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები, საბავშვო მწერალ ნათია აბულაძესთან ერთად მსახიობ ნინო ლეჟავასაც შეხვდნენ.

„ბავშვებმა ავტორისა და დამსწრე საზოგადოების დიდი აღფრთოვანება გამოიწვიეს, თავისი ქცევის კულტურითა და ერუდიციით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კლასის დამრიგებელი: თამარ ბასოშვილი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მხარს უჭერენ მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებულ შეხვედრებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203