ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლე ნატალი ხურციძე მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის გამარჯვებულია
15-05-2023

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. ისინი წარმატებას არა მხოლოდ სკოლაში, არამედ მის გარეთ, სხვადასხვა შეჯიბრსა და კონკურსში აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა, მეათეკლასელი ნატალი ხურციძე. 

მან, მანანა დოიჯაშვილის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა VIII კონკურსზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, 16 წლამდე მონაწილეთა შორის გაიმარჯვა.

მას, როგორც სკოლაში გვიყვებიან, იაპონიის საელჩოს სპეციალური პრემია და ფულადი ჯილდო გადაეცა.

„ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ ნატალის ამ მნიშვნელოვან წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203