ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლე ადამ ხორგუანი ჭიდაობაში, რეგიონალური ტურნირის გამარჯვებულია
15-05-2023

ზურაბ გურჩიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა ადამ ხორგუანი. 

ადამი ჭიდაობაში რეგიონალური ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

ადამმა მიუხედავად დაძაბული ორთაბრძოლისა, თავისი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ ადამის მწვრთნელი პედაგოგი თემო გერლიანია. 

მოსწავლის წარმატებით, სკოლაში ამაყობენ და წარმტებას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის მოსწავლე ადამ ხორგუანი... გილოცავთ, წარმატებები, ადამ, მსოფლიო ჩემპიონობა მოგველოცოს! მადლობა მწვრთნელებს და მადლობა მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203