„არა ბარბარიზმებს’’ - აქცია ვარდისუბნის საჯარო სკოლაში
02-05-2018
ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თეა ტუხაშვილმა აქცია „არა ბარბარიზმებს’’ მოაწყვეს.
მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ბარბარიზმებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის მაგალითი შექმნეს.
ამ აქციაში როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგებიც ჩაერთვნენ. მთელი დღის განმავლობაში იმ სიტყვების დასახელება მიმდინარეობდა, რომელიც წლების განმავლობაში დედაენას ამახინჯებდა.
სკოლის დირექციის შეფასებით, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაათვითცნობიერეს ქართული ენის არსი და მათი განცხადებით, მზად არიან მშობლიური ენა ბარბარიზმებისაგან დაიცვან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს