ობუჯის თემის N1 სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
15-05-2023
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტის ამაღლებისა და შეფასების მიზნით, საინტერესო პროექტი განხორციელდა. 

პროექტი - „რა? სად? როდის?“, სკოლაში ოქტომბრის თვიდან მიმდინარეობდა და მას პედაგოგი მანანა კაკაჩია ხელმძღვანელობდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეჯიბრებაში მეშვიდე-მეთორმეტე კლასების გუნდები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ თითოეული ტური საინტერესო და სახალისო იყო, გუნდები საპატიო პირველი ადგილისათვის და დაპირებული სიურპრიზისთვის დიდი შემართებით იბრძოდნენ.

მაისის პირველ კვირაში, თამაშის ბოლო ტური ჩატარდა, სადაც გამარჯვება მეთორმეტეკლასელთა გუნდმა დამსახურებულად მოიპოვა.

თამაშის დასასრულს პროექტს ხელმძღვანელმა გააჟღერა სიურპრიზი, რომ გამარჯვებულები წავლენ  ექსკურსიაზე მარტვილში, სადაც მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და ტაძარს მოინახულებენ.

მოსწავლეები პროექტში დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ, სიურპრიზმა კი, ისინი ძალინ გაახარა და მეტი მოტივაცია მისცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203