„ნიკო ფიროსმანი და ჩვენ“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
15-05-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, საინტერესო პროექტზე იმუშავეს და საკლასო ოთახში თემაზე - „ნიკო ფიროსმანი და ჩვენ“, პრეზენტაცია წარადგინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებიდან მათთვის საყვარელი ნამუშევრები დახატეს, მათ ასევე დიდ ქართველ მხატვარზე ინფორმაცია მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს. 

მოსწავლეები თავიანთი ნამუშევრებით კმაყოფილნი დარჩნენ, მათთვის პროექტზე მუშაობა ძალიან სახალისო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203