ნოღის საჯარო სკოლაში საგაზაფხულო ფესტივალი გაიმართა
15-05-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები, მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის ხელმძღვანელობით ღონისძიება, საგაზაფხულო ფესტივალი - „spring festival“ ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი პრეზენტაციები მოამზადეს.

აღნიშნულ აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებაზე მოსწავლეები წამახალისებელი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

„მადლობა სკოლის ადმინისტრაციას გვერდით დგომისთვის და გაწეული შრომისთვის. წარმატებები ჩვენს სკოლასა და მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ინგლისური ენის საფუძვლიანად სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203