„მსოფლიო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე დემოკრატიული და ავტოკრატიული სკოლების მახასიათებლები“- ინტეგრირებული გაკვეთილი დიდი ჭყონის N1 სკოლაში
15-05-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული, საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ამჯერად სკოლაში, ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „მსოფლიო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე დემოკრატიული და ავტოკრატიული სკოლების მახასიათებლები“. 

გაკვეთილი მე-7 კლასში გაიმართა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ნონა თოდუა და სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი დავით ნაჭყებია უძღვებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ნინო სურმავა ესწრებოდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე წარდგენილი იყო ბეჭდური და ელექტრონული რესურსები.

მოსწავლეებმა, დაასახელეს დემოკრატიის ნიშან-თვისებები, განიხილეს მსოფლიო ლიტერატურაში წარმოდგენილი სკოლები, ასევე ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობები ჩაატარეს. 

გაკვეთილი საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა, მოსწავლეებმა ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203