„მე ვამაყობ ჩემი თემით“ - საინტერესო პროექტი ჩქუმის საჯარო სკოლაში
11-05-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში, პროექტი - „მე ვამაყობ ჩემი თემით“, მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო პროექტის ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი დარეჯან ბენდელიანი გახლავთ. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა თავიანთი თემის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ძველ, საინტერესო და მათთვის უცნობ ფაქტებს გაეცნენ, საპრეზენტაციო მასალა მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. 

ბავშვებმა, პრეზენტაციაზე ფოტორესურსი გამოფინეს და შეხვედრა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203