მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნეს
11-05-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

III კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ირმა აფციაურის ხელმძღვანელობით, ისტორიული ძეგლები მოინახულეს და დასუფთავების აქცია მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა, მოძიებული ისტორიული მასალები ერთმანეთს გაუზიარეს, სხვასხვა სასწავლო-შემეცნებითი და მხატვრული აქტივობები ჩაატარეს და ეროვნული გმირები გაიხსენეს, მათ შორის სამამულო ომის მონაწილე მანაველები

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა მრავალფეროვანი ჩანახატები გააკეთეს, ლექსები წაიკითხეს  და სიმღერა „შავლეგო“, შეასრულეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღის ბოლოს მოსწავლეებმა, მშობელთა დახმარებით სოფლის სალოცავის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და დამზადებული ბანერები ხეებზე განათავსეს.

„საინტერესო და მხიარული დღე მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის... კიდევ ერთ დაუვიწყარ დღედ ჩაიწერება კლასის ისტორიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203