ბეშთაშენის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
11-05-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოაწყვეს. 

მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს.

აქტივობაში ისინი მონდომებით ჩაერთნენ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება, ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება  გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.  ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203