„ჩვენ ვიცავთ ბუნებას“- ახრისის საჯარო სკოლის III-IV კლასების მოსწავლეთა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი 
11-05-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში გარემოს მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 

ამ მიმართულებით კი არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, III-IV კლასებში ინტეგრირებული გაკვეთილი - „ჩვენ ვიცავთ ბუნებას“ ჩატარდა.

ის ორი საგნის - მე და საზოგადოების და ბუნების ფარგლებში გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203