„ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ“ - თბილისის N49 სკოლაში ევროპის დღეები აღინიშნა
11-05-2023
თბილისის N49 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტებსა და აქტივობებში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში ევროპის დღეებთან დაკავშირებით პროექტი - „ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ“ დაიგეგმა.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა სკოლაში, საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ევროპული ქვეყნების წარმატების მიზეზებზე ისაუბრეს და საქართველოს პერსპექტივები განიხილეს.

მათ საჭირო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის დღეები საქართველოში 6-7 მაისს აღინიშნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203