საგარეჯოს N3 საჯარო სკოლაში ვიქტორინის მესამე ტური გაიმართა
11-05-2023

საგარეჯოს N3 საჯარო სკოლაში, პროექტის - „დემოკრატია იწყება სკოლებში“, ფარგლებში ვიქტორინის მესამე ტური ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინაში მე-7- მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინისთვის, კითხვები შედგენილი იყო გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქოს საბაზო საფეხურიდან, ეს ბავშვებს უღრმავებდა ცოდნას და მათ მოტივაციას აძლევდა, რომ უფრო მეტი გაეგოთ ამ საკითხების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ თითოეული ჯგუფი დაკომპლექტებული იყო საბაზო საფეხურის სხვადასხვა კლასის 6 მოსწავლისგან, რათა მათ ერთმანეთისათვის თანაბარძალიანი მეტოქეობა გაეწიათ.

თამაშში, მონაწილეობდა ხუთი გუნდი :„პირველები“; „გრიგინდორები“; „ინტელექტუალურები“; „უნივერსალი“ და „ფენიქსი“. 

ვიქტორინის დასრულებისას შედეგები ასე გადანაწილდა:

  • პირველი ადგილი - „გრიგინდორები“;
  • მეორე ადგილი - „ფენიქსი“;
  • მესამე ადგილი - „პირველები“.
სკოლაში, მოსწავლეებს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203