საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს
11-05-2023
საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა, ბუნების დაცვის კვირეულის ფარგლებში, სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ჩაატარეს.

მათი პლაკატი - „დედამიწა ჩვენი სახლია“ შექმნეს, შერჩეული ადგილი დაასუფთავეს და გარემო გაამწვანეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203