ლამბალოს საჯარო სკოლაში ქართული ენის კაბინეტი საზეიმოდ გაიხსნა
11-05-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში, ქართული ენის კაბინეტი გაიხსნა. 

სკოლაში ქართული ენის კაბინეტის გახსნა დედაენის დღესთან ერთად იზეიმეს.

მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში მრავალფეროვანი წარმოდგენა მოეწყო, ბავშვებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს, დედაენასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი გამოფენა შექმნეს და სასკოლო სივრცეში განათავსეს. 

სკოლაში, ღონისძიების მონაწილეებს შთამბეჭდავი წარმოდგენისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობა ყველა ქართული ენის პედაგოგს ასეთი ჩართულობისთვის და სიყვარულისთვის, ყოჩაღ ჩვენს მოსწავლეებს, მათ საუკეთესოდ წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები... გპირდებით, კიდევ ბევრ საინტერესო პროექტებს“, -  აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...