„ერთად გავუფრთხილდეთ დედამიწას!“ - გარემოსდაცვითი აქტივობა დავითიანის საჯარო სკოლაში
11-05-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანის საჯარო სკოლაში, გარემოსდაცვით საკითხებს და ამ კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში არც დედამიწის დღეს ჩაუვლია აღნიშვნის გარეშე, მოსწავლეებმა ამ დღეს გარემოსდაცვითი აქტივობა მიუძღვნეს.
ბავშვებმა, პედაგოგთა მხარდაჭერით სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
„ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ გარემო და მოვუფრთხილდეთ მას“, „ერთად გავუფრთხილდეთ დედამიწას!“ - ასეთი იყო მოსწავლეთა მოწოდება.
აღსანიშნავია, რომ აქტივობაში ბავშვები დიდი შემართებითა და მონდომებით ჩაერთნენ.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს