„დედამიწა ჩვენი სახლია“ - კორტოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
11-05-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

სწორედ ამ მიზნით სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სასკოლო აქტივობები ჩატარდა. 

აქტივობის დევიზი - „დედამიწა ჩვენი სახლია“, გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობა ბიოლოგიის პედაგოგის მარინე პაქსაძის ხელმძღვანელობით გაიმართა, მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ საკითხებზე, აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა. 

სკოლაში, ასევე განხორციელდა აქცია - „დარგე ხე გადაარჩინე დედაბუნება“. აქციის ფარგლებში, მოსწავლეებმა დარგეს ხეები და გარემოს გამწვანებას ხელი შეუწყვეს.   

„მადლობა და წარმატებები თითოეულ მონაწილეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203