ბაისუბნის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
11-05-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. სხვადასხვა სპორტულ თამაშებში ერთმანეთს მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები შეეჯიბრნენ. ღონისძიება მე-6 კლასის გამარჯვებით დასრულდა.
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს