„ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია“- ბერძენაულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოსდაცვითი აქტივობები
11-05-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე. ამ გარემოსდაცვით დღესასწაულს არაერთი აქტივობა მიეძღვნა.
მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, პლაკატები, სკოლის ეზოში დარგეს ხეები, ასევე, მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრები თანატოლებთან.
„ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია. ის გვაძლევს ჰაერს, რითიც ვსუნთქავთ, წყალს რასაც ვსვავთ, მიწა, რომელზეც ჩვენ დავდივართ გვაძლევს საკვებს, ეს ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა იდეალურადაა შერწყმული. სწორედ ამ საუნჯეს სჭირდება გაფრთხილება“,- აღნიშნავენ მოსწავლე-მასწავლებლები.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს