ხიხაძირის საჯარო სკოლაში ინფორმაციული პერეზენტაცია გაიმართა
11-05-2023
სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია მოეწყო. 

პრეზენტაცია ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის 2023 წლის პროექტებს შეეხებოდა. 

შეხვედრა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, მოსწავლეები ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის საქმიანობს კიდევ უფრო ახლოს გაეცნენ. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი ინფორმაციები მიიღეს. 

სკოლა, შეხვედრის ინიციატორებს, საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203