„ნორჩი პოეტები და პროზაიკოსები“- ნინიგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურულ პროექტში მონაწილეობდნენ
11-05-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ, ამ მიზნით კი, მოსწავლეებს არაერთ საგანმანათლებო ღონისძიებას სთავაზობენ. 

ამჯერად, ნინიგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურულ პროექტში ჩაერთნენ.

პროექტში - „ნორჩი პოეტები და პროზაიკოსები“, მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და სხვადსხვა მწერლების შემოქმედებას გაეცნენ. 

მოსწავლეები პროექტში, დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათში პროზისა და პოეზიისადმი ინტერესის აღძვრას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203