„ბავშვებმა გაიგეს კოდის ბლოკების კონცეფცია და გამოიყენეს ისინი დასაპროგრამებლად“ - რუისის N3 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო სასწავლო პროექტი გაიარეს
11-05-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, Vll კლასის მოსწავლეებმა, Intel-ის პროექტი - „მუსიკა კოდირების საშუალებით“, წარმატებით დაასრულეს.
პროექტის მიზანი ალგორითმების წერა, პროგრამირების კონცეფციის და მუსიკაში მარტივი რიტმული ტენდენციების გაგება იყო.
„მოსწავლეებმა გაიგეს კოდის ბლოკების კონცეფცია და გამოიყენეს ისინი დასაპროგრამებლად. შექმნეს მუსიკა mikro:bit-ზე, გაიაზრეს ის კონცეფციები, თუ როგორ იყენებდნენ პროგრამისტები და AI ინჟინრები კოდს“, - გვიყვებიან სკოლაში.
მათ საჭირო უნარები განავითარეს და ცოდნა აიმაღლეს.
აღსნიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის გაღრმავებაზე მუდმივად ზრუნავს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს