სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ
11-05-2023

აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში მონდომებით მონაწილეობენ და მათ ფარგლებში, საინტერესო ადგილებს სტუმრობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები პროექტის - „ჩემი მხარე“ ფარგლებში, ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მუზეუმში ისინი საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და თავიანთი კუთხის შესახებ ცოდნა აიმაღლეს. 

„პროექტი მიზნად ისახავს ჩვენი კუთხის ისტორიის პოპულარიზაციას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203