ტუნაძეების საჯარო სკოლაში საბიბლიოთეკო კვირეული მოეწყო
11-05-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამიტომ, სკოლის ბიბლიოთეკაში, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა ასევე, ლექსები წაიკითხეს, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და ბიბლიოთეკის საჭიროების შესახებ საინტერესოდ იმსჯელეს.

აღნიშნულ კვირეულში ასევე მონაწილეობდნენ სკოლის ბილიოთეკარი თამრო ხარაბაძე და მასწავლებელი - ციური კაკალაძე, მათ ასევე თავიანთი მოსაზრებები გააჟღერეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

„მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს აქტიურობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს ლიტერატურისადმი ინტერესს ადრეულის ასაკიდანვე უღვივებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203