ორჯის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძება ინფორმაციული და ძალიან საინტერესო იყო, მასში მე-9 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძიეს, ახალ და უცნობ ისტორიულ ფაქტებს გაეცნენ და სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.
ბავშვებმა მეორე მსოფლიო ომის მოვლენები გაიხსენეს და ამ ომში, ქართველთა როლი განსაზღვრეს.
ღონისძიება
ვარდითერ იუზბაშიანის ინიციატივით მოეწყო.
სოფლის მოსახლეობა და სკოლის თანამშრომლები მას საინტერესო ღონისძიებისთვის მადლობას უხდიან და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: