„ჩემი სახლი, ჩემი ბინა“- წყალტუბოს N1 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
11-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია მე-5გ კლასში, მასწავლებელ მაია ქაშიბაძის ხელმძღვანელობით, რუსულ ენასა და ლიტერატურაში გაიმართა.
კომპლექსური დავალების თემა - „ჩემი სახლი, ჩემი ბინა“ იყო. მოსწავლეებმა მაკეტები, პოსტერები და Power Point-ში პრეზენტაციები მოამზადეს. მათ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებში დადებითად შეაფასა. კლასის ხელმძღვანელი მანანა წულაიაა.
„პრეზენტაციებში თემის ირგვლივ ათვისებული მასალის კარგი ცოდნა გამოავლინეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს