„გადადგი ნაბიჯები დედამიწის დასაცავად!“ - განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოსდაცვითი აქტივობა
11-05-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის თემი გარემოს დაცვაზე, მოსწავლეთა ეკოცნიბიერების ამაღლებასა და მათში ბუნებისადმი სიყვარულის დანერგვაზე აქტიურად ზრუნავს. 

სწორედ ამიტომ, სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის- ანარა ნაბიევას ხელმძღვანელობით სხვადასხვა აქტივობა ჩაატარეს. 

ბავშვებმა, თანატოლებს მოუწოდეს, რომ გადადგან ნაბიჯები დედამიწის დასაცავად!

მოსწავლეებმა ამ დღის ისტორია გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ ის 22 აპრილს აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღნიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერკელი გამოვიდა პლანეტის - დედამიწის დასაცავად.

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობა გაიაზრეს და აღნიშნეს, რომ დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203