„ეკო-საგზაო ნიშნები“ - იგოეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
11-05-2023
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამიტომ სკოლაში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა პროექტი - „ეკო-საგზაო ნიშნები“. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა სავსე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან პროექტი დედამიწის კვირეულს დაემთხვა და ის მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო, ნაყოფიერი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ „ეკო-საგზაო ნიშნები“, პროექტის- „დაიცავი საქარართველოს სისუფთავე“, ფარგლებში განხორციელდა. 

სკოლაში ისტ-ის და ხელოვნების მასწავლებლებს - თამთა ხუციშვილსა და ნატო ობჯაიძეს, სკოლის დირექტორ იამზე უზნაძესა და სამთავისი-იგოეთის თემის ხელმძღვანელს დახმარებისთვის მადლობას უხდიან და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203