„საზღვარი ჩემი ქვეყნის ზღურბლია“ - ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
11-05-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები მოტივაციისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტებსა და მრავალფეროვან გასვლით გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მე და საზოგადოების გაკვეთილზე, პროექტი - „საზღვარი ჩემი ქვეყნის ზღურბლია“ განხორციელდა. 

პროექტის ფარგლებში, მეოთხეკლასელები საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის ახლომდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

„მათ დაათვალიერეს სასაზღვრო პუნქტი და გაეცნენ იმ პროცედურებს, რასაც საზღვრის გადაკვეთის დროს გადის ადამიანი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობა ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი, ემოციებით დატვირთული იყო მოსწავლეთათვის.

საგნის მასწავლებელი - ლალი გელაშვილი, ხოლო კლასის ხელმძღვანელი - დარეჯან ბარბაქაძე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203