არსარვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს
11-05-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ისინი, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე, პედაგოგ როლანდ ჯაჭვლიანის ხელმძღვანელობით საინტერესო, გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს.
მათ შერჩეულ ადგილზე მცენარეები დარგეს და გარემო გაამწვანეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს