ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლე იაშა ჩხეიძე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონტის გამარჯვებულია
11-05-2023

აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებით ასპარეზობენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეცხრეკლასელი იაშა ჩხეიძე. ის თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მან შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა.

ჩემპიონატი სტეფანწმინდაში, 15 წლამდელთა შორის ჩატარდა. მოსწავლე 68 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

სკოლა მას გამარჯვებას ულოცავს.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203