ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში საწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება არაერთი პროექტი თუ ღონისძიება.ამჯერად, სკოლაში მზის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. X კლასის მოსწავლეებმა - თათია თავართქილაძემ და სალომე შავაძემ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მზის შესახებ მცირე ინფორმაცია მიწოდეს, მათ კითხვებს უპასუხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს, აზრი დააფიქსირეს და საკუთარი თვალით დანახული მზე ფურცლებზეც გადაიტანეს. მათი ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.
იხილეთ ფოტოები: