აშკალის საჯარო სკოლის მოსწავლეები წალკის N1 სკოლაში გამართულ კონკურსში - „ერთი დღე ხელოვნებისთვის - ნიკო ფიროსმანი“, მონაწილეობდნენ
11-05-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლას ნიჭიერი, აქტიური და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს. ისინი სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, წალკის N1 საჯარო სკოლაში კონკურსი - „ერთი დღე ხელოვნებისთვის - ნიკო ფიროსმანი“ ჩატარდა. მასში აშკალის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი მონდომებოთ, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და წარმატებას მიაღწიეს. 

მათ გაიმარჯვეს, ნომინაციებში - საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი და საუკეთესო ცეკვა.

აქტივობის ორგანიზატორი გოარ ჟამკოციანი იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203