დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ზღაპრების პრეზენტაცია მოაწყვეს
11-05-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილებსა და პროექტებს სთავაზობენ.

ამჯერად, მეოთხეკლასელები საინტერესო ზღაპრებს გაეცნენ და სკოლაში მათ შესახებ პრეზენტაცია მოაწყვეს.

ბავშვებმა წაკითხულის შესახებ ისაუბრეს, ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

გაკვეთილი საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203