ახალსოფლის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება
11-05-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლის 1-ელ კლასში, მასწავლებელ ნელი მახარაშვილის ხელმძღვანელობით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათთვის საყვარელ მწერალს - იაკობ გოგებაშვილს პატივი მიაგეს, ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს, იცეკვეს იმღერეს და სხვადასხვა მოთხრობის გმირები გააცოცხლეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203