ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური კუთხის წეს-ჩვეულებების შესახებ საინტერესო პროექტი განახორციელეს
11-05-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს, რომლის ფარგლებში, მშობლიური კუთხის წეს-ჩვეულებები, ცხოვრების წესი შეისწავლეს და როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნიჭიერი, ხელოვანი გურულების შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა ხელოვნების არაერთ სფეროში წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები.

„პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ხელმძღვანელებმა - ლია დუმბაძემ და ლენა შველიძემ, პროექტის დასასრულს წარმოადგინეს ღონისძიება - „მთებში მიქარგ-მოქარგული“ ჩემი პატარა გური“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები და თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203