„ქართული ნაციონალური ჩუქურთმა და ორნამენტი“- თბილისის N60 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
11-05-2023
თბილისის N60 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.

ამჯერად, სასკოლო პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ ფარგლებში, მე-5, მე-6, მე-6 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნებისა და მათემატიკის ინტეგრირებული პროექტი - „ქართული ნაციონალური ჩუქურთმა და ორნამენტი“ განახორციელეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ კულტურული მემკვიდრეობა ის სიმდიდრეა, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომლის მესაკუთრენიც ყველანი ვართ და რომ მისი დაცვა, ინტერპრეტაცია და გამოყენება ქვეყნის წინსვლის აუცილებელი პირობაა.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ტრადიციულ ორნამენტებზე, შექმნეს ციფრული ორნამენტები, გააკეთეს სანიშნები ძველი ტრადიციული ორნამენტების გამოყენებით. ყალიბების, თიხის, გუაშის და აკრილის საღებავების მეშვეობით მოამზადეს სიმეტრიული ჩუქურთმები, წარადგინეს ნამუშევრების პრეზენტაციები და მოაწყვეს გამოფენა.

პროექტის ხელმძღვანელები - მარინა მამცელიძე და ნანა სვანიძე იყვნენ. მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობისას გამოიყენეს ციფრული ბიბლიოთეკა, რობოტების გეომეტრია და კულტურული მემკვიდრეობის დამცველის გზამკვლევი.

„ბავშვებმა დაადგინეს, სად არის გამოყენებული ქართული ორნამენტის მრავალფეროვნება და კიდევ სად შეიძლება ის გამოვიყენოთ მომავალში, რა გეომეტრიული ფიგურების კანონზომიერებას ეყრდნობა ორნამენტის შექმნის ტრადიცია, სივრცის რომელი გარდაქმნების შედეგად შეიძლება შევქმნათ ორნამენტები“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203