სამების საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებს თემაზე - Stop Bullying ინგლისური ენის საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
11-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებელმა ზარუჰი ჰაკობიანმა საინტერესო გაკვეთილი VIII კლასში ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო Stop Bullying. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ თემატური ნამუშევრები დაამზადეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ბავშვებმა კარგად გაიაზრეს, თუ რას ნიშნავს ბულინგი და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. გისურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს