სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული და მსოფლიო სიმღერების ფოლკლორული საღამო გაიმართება
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4 მაისს ქართული და მსოფლიო სიმღერების ფოლკლორული საღამო გაიმართება.
ფოლკლორულ საღამოზე აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ფოლკლორული ანსამბლი „სნო“, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტური ფოლკლორული ანსამბლი „თვალთაი“, მუსიკალური ფოლკლორული ანსამბლი „კახორი“ და
ჰოლანდიური ფოლკლორული ანსამბლი „UMOJA“ (უმოია).
ფოლკლორული საღამო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება.