წალკის N1 სკოლის მოსწავლეებმა ევროკავშირის პროგრამის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს და თანატოლებს გამოცდილება გაუზიარეს
11-05-2023
წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა ძალისხმევით, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობენ და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სხვებსაც უზიარებენ. 

სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ ვიბლიანმა და მარი მარკოიძემ პრეზენტაცია ევროკავშირის პროგრამის - Erasmus+ შესახებ ჩაატარეს. 

მარიამ ვიბლიანი ახლახან მონაწილეობდა აღნიშულ სართაშორისო (ინგლისურენოვან) პროექტში და დღეს მიღებული შთაბეჭდილებები და გამოცდილება გაუზიარა მეშვიდეკლასელებს.

მარი მარკოიძე კი ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში ივლისში ლატვიაში გაემგზავრება. 

„ვულოცავ ჩვენს „ოქროს გოგონებს“ ამ წარმატებას! მათ უმცროს მეგობრებს კი ვუსურვებ ჰქონდეთ მოტივაცია და შესაძლებლობა, რათა ჩაერთონ მსგავს ღონისძიებებში“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი. 

აღსანიშნავია, რომ მარიამ ვიბლიანი და მარი მარკოიძე, მათ თანაკლასელ ელენა ხერგიანთან ერთად, ასევე, ჩართულნი იყვნენ „ფლექსის“ მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში და ნახევარფინალისტებიც გახდნენ.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203